სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ისინი არ ეთანხმებიან პარლამენტის შენობის მოსალოდნელ გაყიდვას და აცხადებენ, რომ ეს განაჩენი იქნება ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. ისინი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ, როგორც აქტივისტები აცხადებენ პარლამენტის შენობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
„ვთვლი, რომ ეს არის ქუთაისისთვის ბოლო იმედის წართმევა, როცა ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია რეგიონები, ქალაქები“, - განაცხადა გოგი წულაიამ.