logo
ENG



დაშინებული თემიდა - დროება

06 ნოე 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

როცა თემიდას თვალიდან სახვევს ხსნიან, როცა სამართლიანობის ხმალს უბლაგვებენ და როცა ერთ პინაზე კეთილდღეობას, მეორეზე კი გაუბედურებას უდებენ, სახელმწიფოში სამართალი კვდება. სწორედ ასე მეთოდურად და მიზანმიმართულად, სახელისუფლებო შტოებს შორის ისტორიულად ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ქართული სასამართლო სრულად ჩამოიშალა და დამორჩილდა ივანიშვილის რეჟიმს. ერთია, როდესაც ზოგადი განწყობა გვაქვს უსამართლო სასამართლოს შესახებ და მეორე, როცა მოსამართლეები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და ამხელენ სისტემას.


close დახურვა