ერთი ხმა და მისი მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ არჩევნებზე და ისიც ამერიკულ კონტექსტში გვახსენდება, არადა დროების ექსპერიმენტმაც დაამტკიცა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთ ხმას, ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც ხმების შეგროვებაა საჭირო. საქმე მოსამართლე ბესარიონ ალავიძის საკითხს ეხება, რომელმაც გასულ კვირას დროებას მისცა ინტერვიუ, სადაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სასამართლო კლანს და ივანიშვილის მთელ სისტემას ზეწოლასა და სასამართლოში ჩარევაში კიდევ ერთხელ ამხელდა.
დაშინებული თემიდა - დროება
13 ნოე 202220:46
3 წუთის საკითხავი