logo
ENG



დაწუნებული კანონპროექტი

21 მარ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მთავარი სამიზნე მედია გახდება. ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებულ პროექტს მეორე მოსმენაში აბრუნებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე იქვე ამბობს, რომ კანონი ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს შეეხება.

ქართული ოცნება პროექტში გარკვეული ცვლილების შეტანას აანონსებს და ეცდება საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინა, მაგრამ ხელისუფლება ამთავითვე აცხადებს, რომ ოლიგარქები კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციაში არიან და კანონი ივანიშვილს არ შეეხება. არადა ვენეციის კომისიამ მთავარი რისკი სწორედ აქ დაინახა, რომ კანონი ხელისუფლების ოპონენტებზე გავრცელდება და სადამსჯელო ხასიათი ექნება.


close დახურვა