logo
ENG



დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

02 აგვ 202018:12
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ თოფაძის ოჯახის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ლევან თოფაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დღეს გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ეს მოცემულობა გვაქვს. ოპერაცია ჩაუტარდა, საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, - ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება მოტივს, ადვოკატისთვის დაჭრის მოტივი უცნობია. 

„რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული აქვს მიყენებული. თავმდასხმელის სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება", - განაცხადა ანთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ. თავად თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენეს.


close დახურვა