logo
ENG



დახმარების მიღებას სახელმწიფოსგან 78 000-ზე მეტი პირი ელოდება

21 მაი 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო მსოფლიოში იმ გამონაკლის ქვეყნებს შორის შედის, სადაც ხელისუფლებას პანდემიის დაწყებიდან 2 თვის თავზეც კი მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარება საერთოდ არ მიუცია. როდის დაიწყება უმუშევრად დარჩენილებისთვის ფინანსური პაკეტის გაცემა ან როდის ჩასწორდება პანდემიის საჭიროების მიხედვით ბიუჯეტი, ისევ უცნობია. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ტვირთის გადაბარებას ამჯერად კერძო სექტორზე ცდილობს. 

უპასუხისმგებლობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ ექსპერტები და ოპოზიცია ხელისუფლებას, რომელმაც 600 ათასი თვითდასაქმებული დახმარების მიღმა დატოვა. ის, ვისაც სოციალური პაკეტი ერგო, მიზერულ შემწეობას ვერც იღებს. 100 ლარს სოციალურად დაუცველები დაპირების მიუხედავად, დღესაც უიმედოდ ელოდებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სოციალურად დაუცველების ანგარიშებზე მთავრობის მიერ დაანონსებული დახმარება კვირის ბოლომდე აისახება. ეს ერთადერთი თარიღია, რომლის დაკონკრეტებაც დღეს სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს. 

შემოსავლების სამსახურმა დათვალა, რომ დახმარების მიღებას სახელმწიფოდან 78 000 პირი ელოდება. თუმცა ამ მონაცემების რეალობაში ეჭვი თავად ფინანსთა მინისტრს ეპარება. ვარაუდობენ, რომ  სამსახურის გარეშე დარჩენილი პირების რაოდენობა გაცილებით დიდია. ივანე მაჭავარიანი პასუხს დამსაქმებლებს სთხოვს. 

 

 


close დახურვა