მთავრობა სამონასტრო კომპლექსის კარს ხურავს. კულტურის მინისტრის თქმით, მედიას გელათში ექსპერტების სამუშაო პროცესის გასაშუქებლად არ უშვებენ იმიტომ, რომ მათ მუშაობაში არ შეუშალონ ხელი. ამ კონტექსტში წულუკიანმა დეპუტატობის პერიოდში მიღებული გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ თავი დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ეგონა. მინისტრის უცნაური შედარებების ფონზე კი ექსპერტები შიშობენ, რომ ის, რაც გელათში განადგურდა, ვეღარ აღდგება.
დახურული გელათი
23 ივნ 202120:25
3 წუთის საკითხავი