logo
ENG



დაჯარიმებული კლუბები მთავრობას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ

24 ივლ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ის რაც ეპატიება მთავრობას არ ეპატიება კლუბებს. სახელმწიფო  და შრომის ინპექციის სამსახური კლუბებს და ფესტივალებს გართობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი ჯარიმას უწესებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის  დადგენილებით კულტურული ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვა ნებადართულია აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების აზრით, ელექტრონული მუსიკა კულტურული ღონისძიება არ არის. 

კლუბების, ბარებისა და ფესტივალების წარმომადგენლები მიუთითებენ შერჩევით დამოკიდებულებაზე და მაგალითად კიკვიძის პარკში გამართული კონცერტი და დენდროლოგიური პარკის გახსნა მოჰყავთ. 

დაჯარიმდა რამდენიმე კლუბი და  ფესტივალის ორგანიზატორი მათ შორის კომუნა „მზესუმზირაც“.  „მზესუმზირას“ დამფუძნებელი  შრომის ინსპექციის სამსახურს დისკრიმინაციულ მიდგომასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.  მისი განცხადებით,შეხვედრაზე რომელსაც ბექა ფერაძე ესწრებოდა ერთად შეუმუშავეს უსაფრთხების სტანდარტები. მათთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ისნპექტორის სამსახურმა  კლუბური გართობის აკრძალვის გადაწყვეტილება მათგან დამოუკიდებლად. ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით „მზესუმზირამ“ უკვე მიმართა შრომის ინსპექციის სამსახურს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკამყოფილდება, სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

კლუბების დაჯარიმების შემდეგ განცხადება გააკეთა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა. ბექა ფერაძის, განცხადებით, ფულადი ჯარიმა არა სანქცია არამედ კოვიდ პანდებემიის წესების დარღვევის პრევენციაა. 

უცნობია როდის მიიღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას და როდის გადაინაცვლებს ელექტრონული მუსიკა და გართობა  კულტურული  ღონისძიებების ჩამონათვალში.

 


close დახურვა