logo
ENG



დეგნანი: პოლიტიკურ ლიდერებს თუ სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ ამისთვის საგზაო რუკა აქვთ

09 აგვ 202117:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად საჭირო ყველა რეფორმა ნათელია, თუმცა პოლიტიკური ნების ნაკლებობაა. 

როგორც ელჩი აღნიშნავს, პოლარიზაციის დასასრულებლად პოლიტიკურ ლიდერებს შესაბამისი საგზაო რუკა აქვთ, რაც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

"მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთანხმებულ საგზაო რუკაში შესულია ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად. ყველა მექანიზმი არსებობს, ყველა რეფორმა ნათელია, რომლის გატარებითაც უნდა დაიწყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების პროცესი. ერთადერთი რისი ნაკლებობაცაა, პოლიტიკური ნებაა. თუ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს სურთ პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, მათ აქვთ საგზაო რუკა ამისთვის", - ამბობს დეგნანი.

ამასთან, ელჩმა წინასაარჩევნო პერიოდზეც უსაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ხალხი პროვოკაციული და ექსტრემისტული განცხადებების გაკეთებისკენაა მიდრეკილი. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა