logo
ENG



დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება

10 ივნ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

„დედაენისა" და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება. დაგეგმილი სამუშაოები თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, პროექტის ფარგლებში რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობა იგეგმება.

„აქტიურ ფაზაშია უკვე მეორე ეტაპი ამ არეალის რეაბილიტაციის. პირველი ეტაპზე დავასრულეთ მშრალი ხიდის და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოები და დედაენისა და 9 მარტის პარკის დამაკავშირებელი გვირაბი. ახალ უკვე სადემონტაჟო სამუშაოები ორივე ბაღში დასრულებულია და მიმდინარეობს დაკვალვითი სამუშაოები. ორივე პარკში დაახლოებით 4 ათას კვადრატულზე მეტი სიმწვანე გვექნება და ძალიან მრავალფეროვანი ბაღი გვექნება“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.


close დახურვა