![zkdyz7y7gynwfzh.png](/uploads_script/news/thumb_zkdyz7y7gynwfzh.png)
6 ნოემბრიდან დედაქალაქს „ისიზუს“ მარკის 30 ახალი ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტის პრეზენტაციას თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მერიაში ამბობენ, რომ ტრანსპორტირების მიმართულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რათა გადაადგილება დედაქალაქში იყოს კომფორტული და სწრაფი. კახა კალაძის მოადგილემ მედიასთან საუბრისას საბაგიროების არსებობის მნიშნველობაზეც ილაპარაკა. მაია ბითაძის თქმით, მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.