logo
ENG



დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პეტრე ცაავაზე:თუ აქვს რაიმე პირობა, შეუძლია გაასაჩივროს

05 ნოე 201907:46
3 წუთის საკითხავი
 
7btxk2xfoofeyw3.png

 

სინოდის ხმაურიანი სხდომიდან ხუთი დღის შემდეგ, მეუფე პეტრე გადაწყვეტილებას არ ცვლის. ის შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და არც პატრიარქის წინაშე მონანიებას გეგმავს. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო ის მღვდლობიდან განკვეთონ.  საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი „ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პეტრე ცაავას შეუძლია სინოდის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„ზოგადად სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი, ან თუ აქვს რაიმე პირობა იმისი, რომ გაასაჩივროს, შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერ ადამიანს სინოდში, თუ არა და მერე შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 


close დახურვა