logo
ENG



დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: შეწყალების დიდი იმედი არ მაქვს

10 დეკ 201908:28
3 წუთის საკითხავი
 
ztugvzcp2urfalq.jpg

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეწყალების აქტთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დადებითად აფასებს და მის განცხადებას ამართლებს. თუმცა, მამალაძის ადვოკატს მისი შეწყალების იმედი არ აქვს, რადგან საუბრობს გიორგი მარგველაშვილის მმართველობის დროიდან დღემდე,  სასულიერო პირების მიერ მოთხოვნილ დეკანოზის შეწყალების ფაქტებზე, რომელბიც არ დაკმაყოფილდა. 

„გამართლებულია პრეზიდენტის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ცალკე გმაოკვეთილად ვერ იტყვის დეკანოზს იწყალებს თუ არ იწყალებს. სიმართლე გითხრათ, შეწყალების დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, მაინც გადავალ ჩემი შეხედულებიდან მარჯვნისკენ და ვიტყვი, იქნებადა სასწაული მოხდეს და შეიწყალონ დეკანოზი“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ სამი დღის წინ მიმართა. შეასრულებს თუ არა პრეზიდენტი საპატრიარქოს რეკომენდაციას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის ჯერ უცნობია. სალომე ზურაბიშვილს დროული რეაგირებისკენ მოწუოდებენ მსჯავდებულის ოჯახის წევრები. გიორგი მამალაძის ძმა იმედოვნებს, რომ დეკანოზი საპყრობილეს მალე დატოვებს.

ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიესაჯა. ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისი საკითხი სინოდმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ განიხილა და პრეზიდენტს შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.

 


close დახურვა