logo
ENG



დეკანოიძე: არჩევნები მოპარულია, ან ომში ვართ და ვიბრძვით, ან ვაბარებთ ქვეყანას

01 ნოე 202013:14
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: არჩევნები მოპარულია, ან ომში ვართ და ვიბრძვით, ან ვაბარებთ ქვეყანას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.

დეკანოიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, დღეს, 1-ლ ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.

"მოკლედ ვიტყვი: ან ომში ვართ და ვიბრძვით ან ვაბარებთ ქვეყანას. ან ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას ან არაფერი გვესაქმება საჯარო პოლიტიკაში. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და მოპარული.. სამშობლო მანდატზე მეტია.. 4 საათზე რუსთაველზე!", - წერს დეკანოიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის დათვლილია ხმების 91.81% -  3 532 უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 48,13%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,84%; ევროპული საქართველო - 3,79%; პატრიოტთა ალიანსი - 3,19%; ლელო - 3,21%; სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%; გირჩი - 2,99%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,36%; ლეიბორისტული პარტია - 1%.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ლ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.


close დახურვა