logo
ENG



დეკანოიძე: ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო, დიქტატორი ივანიშვილი უნდა წავიდეს

14 ნოე 201915:21
3 წუთის საკითხავი
 
0xsrzyd6mxzf86m.jpg

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია უკვე მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ატივისტების გარდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ "ფორმულას" განუცხადა, მოქალაქეებმა მშვიდობიანი გზით უნდა ჩამოაცილონ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას.  

„მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი მშვიდობიანად ჩამოცილდეს ხელისუფლებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო. ის უკანონობა, რომელიც დღეს ივანიშვილმა პარლამენტში ჩაიდინა, პოლიციას უნდა, რომ როგორმე გაამართლოს და ცდილობს ჩვენს გაყვანას აქედან. დიქტატორი ივანიშვილი უნდა წავიდეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 


close დახურვა