logo
ENG



დეკანოიძე: მე და ჩემს 21 წლის შვილს გვითვალთვალებენ

20 სექ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ისნის მაჟორიტარი კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას და მის შვილს კრიმინალური პოლიცია უკანონოდ უთვალთვალებს.

დეკანოიძე მოთვალთვალის გვარსაც ასახელებს - მისი თქმით, ის გლდანის პირველი განყოფილების თანამშრომელი პეტრიაშვილია.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემზე და ჩემი ოჯახის, მათ შორის ჩემი 21 წლის შვილზე უკანონო თვალთვალის და ფარული მიყურადების ფაქტების შესახებ.

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავასა და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ. რამდენიმე დღის მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ მანქანა ეკუთვნის გლდანის პირველი განყოფილების თანამშრომელს, პეტრიაშვილს". - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს.

"ამ ბინძური ხერხების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით ახდენს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც მართლმსაჯულება გადააქცია ოპონენტების დევნის მთავარ იარაღად". - განაცხადა დეკანოიძემ. 

დეკანოიძემ პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიოს მის წინააღმდეგ დაწყებული უკანონო თვალთვალის საქმე. 

 


close დახურვა