logo
ENG



დენიელ სინგერი: აუცილებელია დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ ნიღაბი

29 მაი 202022:45
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დოქტორს დენიელ სინგერს გადაცემა „COVID 19“ დაუკავშირდა და კორონავირუსთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცილებელია დავიცვათ დისტანცია, დავიმუშავოთ ხელები ტრანსპორტში ასვლისას და ჩამოსვლისას, ასევე გამოვიყენოთ პირბადე.

„აუცილებელია გავაგრძელოთ უსაფრთხოების ზომების დაცვა მაშინ, როდესაც ადამიანებთან გვაქვს შეხება და მოვერიდოთ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად დაინფიცირებულები არიან.

სულ რაღაც სამი დღის წინ ამერიკის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრმა ახალი რეკომენდაციები გაავრცელა, რომელიც გვეუბნება რა ზომები უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. ეს რეკომენდაციებია ხელების დამუშავება ტრანსპორტში ასვლის წინ და ჩამოსვლის შემდეგ. უნდა მოვერიდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზედაპირზე ხელით შეხებას. თუ ეს შესაძლებელია ტრანსპორტში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ვენტილაცია. თუ დისტანცირების შესაძლებლობა არ გვაქვს უნდა ვატაროთ ნიღაბი“, - განაცხადა დენიელ სინგერმა.

 


close დახურვა