უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონში, ვოვჩანსკში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აწამებენ და მათთან თანამშრომლობას აიძულებენ.
დენისოვა ამბობს, რომ რუსებმა ანალოგიური ნაბიჯები ოკუპირებულ იზიუმშიც გადადგეს ადგილობრივების "მობილიზების მიზნით". მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ოკუპანტებს ეწინააღმდეგება.
უკრაინის სახალხო დამცველის შეფასებით, რუსეთის ქმედებები არის ომის დანაშაულები, ასევე კაციობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
დენისოვა გაეროს კომისიას მოუწოდებს, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს.