უკრაინა აცხადებს, რომ მარიუპოლის მოქალაქეები იძულებით რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ ნაწილში გადაჰყავთ.
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, მარიუპოლელებს რუსეთში, პრიმორსკი კრაიში ასახლებენ.
დენისოვას განცხადებით, ქალაქ ნახოდკაში უკრაინიდან ჩასულმა მატარებელმა 21 აპრილს ჩაიყვანა 308 მარიუპოლელი, მათ შორის დედები მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტები და შშმ პირები.
21 აპრილს მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მოახდინეს 308 მარიუპოლელის დეპორტაცია ვლადივასტოკში".
ანდრიუშენკოს თქმით, 308 დეპორტირებულიდან 90 ბავშვი იყო.
"ისინი სკოლებსა და საერთო საცხოვრებელში დააბინავეს. მოგვიანებით იგეგმება მათი გაგზავნა პრიმორსკის მხარის სხვადასხვა დასახლებებში". - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი.
ინფორმაცია და ფოტოები, რომ მარიუპოლიდან ადამიანები ვლადივასტოკში ჩავიდნენ, რუსულ ადგილობრივ მედიაშიც გამოქვეყნდა.
ლუდმილა დენისპვა ხაზს უსვამს, რომ ამით რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციას, "რომელიც კრძალავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების იძულებით გადაადგილებას ან დეპორტაციას".