logo
ENG



დენისოვა: ხერსონში 58 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი თავს ეკლესიის სარდაფს აფარებს

16 აპრ 202216:49
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვა: ხერსონში 58 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი თავს ეკლესიის სარდაფს აფარებს

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ხერსონში 58 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი თავს ეკლესიის სარდაფს აფარებს და მათი სასწრაფო ევაკუაცია უნდა მოხდეს.

"UNICEF-ს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს 58 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი ევაკუაცია. ისინი უკვე ერთი თვეა ეკლესიის სარდაფში იმალებიან. არ აქვთ საჭირო რაოდენობის საკვები, წყალი, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები. მივმართე UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, რომ ამ ბავშვების ევაკუაციაში დაგვეხმარონ, - თქვა დენისოვამ.


close დახურვა