logo
ENG



დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - ზარდიაშვილი ბრალდებებს უარყოფს

11 ნოე 201919:19
3 წუთის საკითხავი
 
l68risjckmx3u3n.png

ყოფილ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან აკავშირებენ. უკანონო ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულმა სერგო ირემაშვილმა დღეს სწორედ პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირებული ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი დაასახელა. ბრალდებული ირემაშვილი ამბობს, რომ საქმე შეკერილია და ხელისუფლება უკანონო კადრების გავრცელების თემით მთავრობასთან დაპირისპირებულ პირებს სჯის. 

უკვე მხოლოდ რიგითი მოქალაქის სტატუსიდან ვანო ზარდიაშილი ბრალდებებს უარყოფს. ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილია ერთ-ერთი ვისაც ბესელიას რეპუტაციის შელახვა სურდა. პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებისა და შენახვის ბრალდება 20 პირს აქვს წაყენებული. სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა. 

ზარდიაშვილს დღეს ყოფილი თანაგუნდელები იცავდნენ. მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ზარდიაშვილი სპეკულაციების მსხვერპლია. გამოძიებას სკეპტიკურად უყურებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. როგორც ისინი აცხადებენ, მმართველი გუნდი გამოძიებით დაინტერესებული არაა, რადგან კვალი სწორედ მათთან მიდის.


close დახურვა