logo
ENG



დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მიგრანტებისთვის შეზღუდვები აამოქმედა

05 თებ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

დე ფაქტო რეჟიმმა „ფსოუსა" და „ეგნგურის" ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მიგრანტებისთვის შეზღუდვები აამოქმედა. ამის შესახებ რუსულ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავარმა სანიტარმა განუცხადა. მიზეზი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საფრთხეა. როგორც ლუდმილა სკორიკმა განმარტა, შეზღუდვა მიგრანტებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე იმოქმედებს, რადგან დე ფაქტო რეჟიმს კორონავირუსის დამდგენი ტესტ-სისტემა არ გააჩნია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამედიცინო ჯგუფები პირველ მარტამდე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთში 24 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ეპიდემიას 490 ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა