ზემო სვანეთში მცხოვრებ დიალიზზე დამიკულებულ პაციენტს მხოლოდ ასეთი არჩევანი აქვს - ან მესტიის მუნიციპალიტეტიდან უნდა გადასახლდეს, ან სიკვდილის რისკის ფასად იცხოვროს. სვანეთში სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს. ხელისუფლების პასუხია, რომ სამი-ოთხი ადამიანისთვის ექიმის პოვნა ვერ ხერხდება.