logo
ENG



დიდი ბრიტანეთი გეგმავს, მოსკოვის საფონდო ბირჟას აღიარებულის სტატუსი გაუუქმოს

19 აპრ 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/ltfjklh85lrhbm3.jpg

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, მოსკოვის საფონდო ბირჟას აღიარებულის სტატუსი გაუუქმოს

ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოს, HM Revenue and Customs (HMRC)-მ გაავრცელა. 

სტატუსის გაუქმება ნიშნავს, რომ ინვესტორებს აღარ ექნებათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე მომავალში მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისას.

თუმცა, უკვე არსებული ინვესტიციები დაცული იქნება. 

"ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას უკრაინაში მისი უკანონო იმის პასუხად, მოსკოვის საფონდო ბირჟას აღიარებულის სტატუსს ვუუქმებთ. არ არსებობს მიზეზი რუსეთში ახალი ინვესტიციის გაკეთებისთვის". - აცხადებს ბრიტანეთის ფინანსთა მდივანი, ლუსი ფრაზერი


close დახურვა