logo
ENG



დიდი ბრიტანეთი საკარანტინე ზომების შემსუბუქებას იწყებს

23 ივნ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი საკარანტინე ზომების შემსუბუქებას იწყებს. გეგმა ქვეყნის პრემიერმა პარლამენტს წარუდგინა. 4 ივლისიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები და სალონები. ასევე მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და კინოთეატრები. იცვლება სოციალური დისტანციის წესიც და ორიდან ერთ მეტრამდე მცირდება.

გარდა ამისა მოსახლეობას ერთმანეთთან სახლებში სტუმრად მისვლის უფლებაც ენიჭებათ. ამ ეტაპზე არ გაიხსნება ღამის კლუბები, სპა სალონები, საცურაო აუზები და აკვაპარკები.  დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 305 ათასი შემთხვევა და გარდაცვალების 42 ათას 647 ფაქტი დადასტურდა. 


close დახურვა