დიდი ბრიტანეთი შტორმ „დენისისთვის“ ემზადება. ინგლისის რამდენიმე პროვინციაში გადაუღებელმა წვიმამ უკვე გამოიწვია წყალდიდობა. გადადებულია ფრენები. იორკშირში ადგილობრივების დასახმარებლად და მდინარის ნაპირების გასამაგრებლად სამხედროები არიან მობილიზებულები.
სატრანსპორტო სამსახურებმა უკვე გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით იმუშავებს. შტორმი „დენისი“ მეორე სტიქიაა დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში. იქამდე რამდენიმე ქალაქი შტორმმა „კიარამ“ დააზარალა.