დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.
არჩევნებამდე 6 დღით ადრე მთავარი პოლიტიკური მეტოქეები ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. ბორის ჯონსონისა და ჯერემი კორბინის ცხარე კამათის მთავარი თემები ბრექსითი, ჯანდაცვა, ეკონომიკა და უსაფრთხოება იყო. დებატების დასრულების შემდეგ მაყურებლის 52%-მა მხარი მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაუჭირა. ეს არჩევნებამდე კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს შორის გამართული ბოლო სატელევიზიო დებატები იყო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება.