logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა სანქციები კრემლთან დაახლოებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს დაუწესა

10 მარ 202213:30
3 წუთის საკითხავი
 
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები კრემლთან დაახლოებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს დაუწესა

დიდი ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 200-ზე მეტ ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. მათ შორის, როგორც ხელისუფლების წევრები ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან.

სანქციერებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს. 

ბრიტანეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებიდან შეეხო ვლადიმერ პუტინს, საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს, ფედერაციული საბჭოს ხელმძრვანელს ვალენტინა მატვინენკოს, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარუშკინს, რუსეთის ფედერაციის სენატორს ანდრეი კლიშას, ასევე რუსეთის ელჩს ბელარუსში ბორის გრიზლოვს.

სანქციები ასევე დაუწესდათ კრემლთან დაახლოებულ ადამიანებს. მათ შორის, ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩსა და ოლეგ დერიპასკას, Rosneft-ის აღმასრულებელ დირექტორს იგორ სეჩინს, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვსა და გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს.


close დახურვა