logo
ENG



დიდ ბრიტანეთში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

09 ნოე 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
6aompwcxys96nek.jpg

დიდ ბრიტანეთში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.  მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის ზონაში აღარ წვიმს, მეტეოროლოგები ადგილობრივებს სიცოცხლისთვის საშიში ვითარების შესახებ აფრთხილებენ. წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის ევაკუაცია კი რამდენიმე ქალაქიდან განხორციელდა.

დატბორილი სახლებიდან მაშველებს მოსახლეობა ნავების დახმარებით გაჰყავთ. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ინგლისში ერთ დღეში ერთი თვის ნალექსი მოვიდა, რამაც რეგიონში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად დერბიშირისა და სამხრეთ იორკშირის საგრაფოები დააზარალა. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე დონში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს, 6 მეტრს გადააჭარბა.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის აღარ წვიმს, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიში ვითარების შესახებ მაინც აფრთხილებს. ადგილობრივებს ურჩევენ, თავი შეიკავონ მგზავრობისგანაც, რადგან წყალდიდობის გამო დაკეტილია ავტომაგისტრალების ნაწილი და შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.


close დახურვა