დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად განახლდება.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, მეორე სემესტრი 18 იანვარს დაიწყება.
სწავლა დისტანციურად განახლდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე, აჭარაში.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა სასწავლო დაწესებულებებს, მინისტრის მოადგილის თქმით, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.