logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე - კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად და არა ის, ვინც გადარჩება

22 აპრ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

„კარგია, თუ მოქალაქეების ჯანმრთელობასაც შევინარჩუნებთ და ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ, მაგრამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად და არა ის, ვინც გადარჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე მსჯელობენ.

ხუნდაძემ საკითხის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციას სპეკულაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„საქართველოში 400-ს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვლილია 5 მოქალაქე. გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ნახტომისებური. თუმცა, ეს არ გვაძლევს ფუფუნებას, რომ მივეცეთ კმაყოფილებას და რეგულაციები მოვხსნათ. მესმის, ოპოზიციას ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე საერთო სასურველი შედეგი დადგომა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, რომელიც განსხვავდება საბედნიეროდ მსოფლიოს ეპიდ სურათისაგან, სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს. აკრძალვები რომელიც ქმნის დისკომფორტს, სწორედ ამან შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად სასიკეთოდ არის ეპიდემიოლოგიურად და ვფიქრობ, ეს შეზღუდვები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ნუ გახდით ამას სპეკულაციის საგნად. ვფიქრობ, რომ როდესაც მიდის კრიტიკა და საუბარი იმაზე - ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ორივე ერთად, მაგრამ ზოგჯერ ეს რთული მისაღწევია და ერთი მეორის ფასად ვერ იქნება. ორივე ერთად კარგია, თუ მოქალაქეების ჯანმრთელობასაც შევინარჩუნებთ და ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ მაგრამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად და არა ის, ვინც გადარჩება და ეს დავამგვანოთ იმ სცენარს, რომელიც უკვე ვიხილეთ არაერთ ქვეყანაში, როდესაც ექიმები არჩევანს აკეთებენ, ვის მიხედონ და ვის არა. კრიტიკის დროს ახლა არ არის, მერეც გექნებათ, ახლა დროა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე. თუკი ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლის“, - განაცხადა ხუნდაძემ. 


close დახურვა