logo
ENG



დისნეის გენერალური დირექტორი გადადგა

26 თებ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

კორპორაცია „უოლტ დისნეის“ გენერალური დირექტორი გადადგა. რობერტ აიგერის გადადგომის მიზეზი უცნობია. კონტრაქტის ამოწურვამდე ის კომპანიაში დარჩება და შემოქმედებით პროექტებს უხელმძღვანელებს.

რობერტ აიგერს თანამდებობაზე ბობ ჩაპეკი შეცვლის. შემცვლელი მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგება. ის აქამდე კომპანიის ერთ-ერთ განყოფილებას ედგა სათავეში.

კომპანია „უოლტ დისნეი“ 97 წლის წინ შეიქმნა.  ის შეერთებული შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია და მსოფლიოში გართობის ინდუსტრიის ლიდერია.


close დახურვა