logo
ENG



დიღმელაშვილი: ჩვენ არავის ვანდობთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ტოტალურ კონტროლს

25 ნოე 201919:35
3 წუთის საკითხავი
 
3ixlnyv05sevioi.jpg

შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს პროტესტი მიაწეროს რომელიმე პარტიას და ამით გაუწიოს აქციას დისკრედიტაცია, მისივე თქმით, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ერთპიროვნულ მმართველობას და სამოქალაქო საზოგადოება არ მისცემს უფლებას არცერთ ხელისუფლებას, ტოტალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

„როგორც ჩანს, კალაძემ წარმატებით ჩაამთავრა წერა-კითხვის კურსი, ისეთი რიხით კითხულობს განცხადებებს. რაღაც რთული ქვეწყობილი წინადადება თქვა და ვულოცავ ამ კურსის წარმატებით, ჩქარა დამთავრებას. ბოლოს ის გვითხრეს, შევეცდებით ოპოზიციური ერთობა დავშალოთო. აქ წერია, ერთად ერთის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველა სუვერენის წინააღმდეგ. ცდილობენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას მიაწერონ ყველაფერი, რაც ხდება და ამით დისკრედიტაცია გაუკეთონ ჩვენს პროტესტს. საქმეც იმაშია, რომ არავისი არ არის. ეს არ არის პარტიული პროტესტი, ეს არის ადამიანების პროტესტი. ეს არის იმის აღმნიშვნელი, რომ არ გვინდა არცერთი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ტოტალური კონტროლი, რომელსაც არავის ვანდობთ. ჩვენ გვიწევს, დავიმციროთ თავი, რომ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის - თავისუფალი არჩევნები. წერა-კითხვის უნარი ვისაც ჰქონდა მმართველი პარტიიდან, ყველამ დატოვა პარტია. ირღვევა ოცნების გუნდი. დღეს გამოვიდა თითიწევია კალაძე, გაამარიაჟა ახალი ზმანი და თან ისიც გვითხრა, რომ თქვენო, ძმაო, არჩევნები აღარ გექნებათო და თუ წყნარად არ იქნებით, არც 2024-ში გექნებათო. შუა გზაში რაღაცა პლებისციტს მოგიწყობთო და იქ რაიმეს გავაყალბებთო“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო. მას რესპუბლიკის მოედნიდან ოპოზიციური პარტიები უკვე შეუერთდნენ, ხოლო სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან თსუ-ის პირველი კორპუსიდან.


close დახურვა