დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ფორმულანიუსს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან ხანძრის ლიკვიდაციისთვის.