დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 კოვიდნიფიცირებული მკურნალობს.
მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ერთი პაციენტი საველე ჰოსპიტლიდან რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
"ჩვენთან იმყოფება 60 პაციენტი. არიან საშუალო სიმძიმის, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები. ერთი მათგანის რეფერირება მოხდა გუშინ საღამოს პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მისი თანმხლები დაავადების გამოც". - თქვა საველე ჰოსპიტლის კურატორმა.
საველე ჰოსპიტალმა მუშაობა 20 აგვისტოს დაიწყო.
აქ საშუალო სიმძიმის კოვიდნიფიცირებული ადამიანები მოთავსდებიან.
დიღმის საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლია გაშლილი.
კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი განთავსდა სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში. პოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. ის ჯერ არ ამოქმედებულა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საველე ჰოსპიტალები მოეწყობა აჭარასა და იმერეთშიც.