logo
ENG



დიღომში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა

29 მაი 202100:49
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით, დიღომში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მსუბუქი ავტომობილით ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც ფორმულას უწყებაში უთხრეს, მას მართვის მოწმობაც არ ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.

ფორმულამ მოიპოვა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ მისდევს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი აღნიშნულ პირს.


close დახურვა