![ocd1sgrkbrvl5ey.jpg](/uploads_script3/news/ocd1sgrkbrvl5ey.jpg)
დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს - ცეცხლი საყოფაცხოვრებო ფართს გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ოთახში მდგარ დივანს გაუჩნდა, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვავის გამო. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში „ფორმულას“ განუცხადეს, დამწვარია 5 კვ.მ. საყოფაცხოვრებო ფართი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.