logo
ENG



დოლიძე: პარლამენტარებო, ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის

02 დეკ 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
87vs208fizrod2z.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, დეპუტატებს მოუწოდებს არ დაუშვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება. იუსტიციის არამოსამართლე წევრმა, დღეს კანონმდებლებს, საგანგებო ბრიფინგზე მიმართა. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეები, კლანის კანდიდატები არიან. 

დოლიძის თქმით, ის აპირებს საზოგადოების ყურადღების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს, რათა სია არ დამტკიცდეს.

„არსებობს ინფორმაცია, რომ "ოცნება" აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომ გააპაროს მოსამართლეთა სია.  არც ერთ კანდიდატს არასდროს თავის პოზიციაზე სისტემის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია. ვაპირებ, მოვახდინო საზოგადოების ყურადღების მობილიზება ერთი მოთხოვნის ირგვლივ - პარლამენტარებო, ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის, სია უნდა ჩავარდეს“, - განაცხადა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. სამოქალაქო სექტორში, ოპოზიციური პარტიების უმეტესობასა და საზოგადოების ნაწილში სიამ კრიტიკა დაიმსახურა და მას ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად მოიხსენიებენ.


close დახურვა