იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ნიკა მელიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესებს ეხმაურება. დოლიძე მიმდინარე საქმეებს შორის კავშირზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ პირებს საკუთარი უფლებების დაცვა უჭირთ.
„მინდა გამოვეხმაურო ნიკა გვარამიას განცხადებას, დღეს მიმდინარეობს ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პროცესი, გამოვიდა გადაწყვეტილება მელიას წინააღმდეგ - ყველა ამ ადამიანს ერთი ფაქტორი აერთიანებს - ყველა ეს ადამიანი პოლიტიკურად აქტიურია. მათ არ აქვთ საქართველოში ცხოვრებისას უსაფრთხოებისა და საკუთარი უფლებების დაცვის შეგრძნება. ნელ-ნელა ისეთ სახელმწიფოში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც პოლიტიკურად პოზიციების მქონე ტიპებს, დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება არ აქვს“, - განაცხადა დოლიძემ.