logo
ENG



დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო მოსმენები იწყება

13 ნოე 201917:52
3 წუთის საკითხავი
 
owm7cqjqc4rbl0z.jpg

დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. კონგრესში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საჯარო მოსმენები იწყება. დღეს გამოკითხავენ ორ დიპლომატს ბილ ტეილორს და ჯორჯ კენტს, რომლებმაც დახურულ მოსმენებზე შეშფოთება გამოთქვეს, რომ ადმინისტრაცია გამოძიების დაწყების მიზნით უკრაინაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა.

გამოკითხვების სერია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საიმპიჩმენტო გამოძიება დემოკრატების ინიციატივით დაიწყო. მიზეზი ზელენსკი-ტრამპის სატელეფონო საუბარი გახდა. ამ საუბრიდან ირკვევა, რომ სამხედრო დახმარების განახლების სანაცვლოდ, დონალდ ტრამპი უკრაინელი კოლეგისგან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.

 


close დახურვა