logo
ENG



დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმეს ხელახლა გამოიძიებენ

15 თებ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმეს ხელახლა გამოიძიებენ. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა სპეციალური გამომძიებელი დანიშნა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას შეისწავლის. მაიკლ ფლინს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოტყუებაში ადანაშაულებენ. მან ოფიციალურ პირებს დაუმალა, რომ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან პირადი კონტაქტები ჰქონდა. მაიკლ ფლინი 2017 წელს უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიების დროს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს რუს დიპლომატთან პირადი კონტაქტების შესახებ სიმართლე არ უთხრა, თანამდებობა დატოვა. რა გახდა ფლინის წინააღმდეგ  ხელახალი გამოძიების დაწყების საბაბი, ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა