logo
ENG



დონალდ ტრამპი ანჯეი დუდას შეხვდა

23 თებ 202511:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/23/p22jl9zw6tqhcpx.png

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს. აუდიენცია მედიისთვის დახურული იყო.

თეთრმა სახლმა შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.

"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ტრამპმა დუდა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ახსენა. მისი თქმით, აფასებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრება კონფერენციას და აღნიშნა, რომ დუდა ფანტასტიკური ადამიანი და მისი დიდი მეგობარია.


close დახურვა