კარანტინის ზომების მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სრულ უფლებამოსილებაზე მიუთითებს დონალდ ტრამპი. ყოველდღიურ ბრიფინგზე შეერთებული შტატების ლიდერმა გუბერნატორებს შეახსენა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს.
ტრამპი შეზღუდვების შემსუბუქების სავარაუდო თარიღად 1-ელ მაისს ასახელებს და ამბობს, რომ ამ დროისთვის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობენ. პრეზიდენტმა ასევე უარყო გავრცელებული სპეკულაციები, რომ თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩევლის გადაყენებას აპირებს.
ტრამპის თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღიდან მისი და ენტონი ფაუჩის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვეოდა. შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 587 ათასს, დაღუპულთა რიცხვი კი 23 ათასს აჭარბებს.