დონალდ ტრამპი „ნიუ-იორკ თაიმსს“ უჩივის. შეერთებული შტატების საარჩევნო შტაბმა სარჩელი მისი სახელით უკვე შეიტანა. ქვეყნის პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას ჭორებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
სარჩელის მიზეზი პუბლიკაცია გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2016 წელს რესპუბლიკელი კანდიდატის შტაბს შესაძლოა კრემლთან ორმხრივი მომგებიანი გარიგება დაედო. 8 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ნიუ-იორკის სასამართლომ მიიღო, წერია რომ „ნიუ-იორკ თაიმსი“ თავისი სტატიებით გასული წლის ნოემბერში კონგრესის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.