logo
ENG



დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმაზე მუშაობს

11 ივნ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს სპიკერი ავრცელებს.

ქეილი მაკ-ინანის განმარტებით, რეფორმების პროექტზე მუშაობა საბოლოო ეტაპზეა. ქვეყნის მასშტაბით კი საპროტესტო აქციები გრძელდება.

ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ პორტსმუტში, კონფედერაციის მონუმენტის ჩამონგრევის დროს. საპროტესტო მარში გაიმართა ვაშინგტონშიც, სადაც ასობით ადამიანმა მსვლელობა თეთრი სახლიდან ლინკოლნის მემორიალამდე მოაწყო.

პოლიციური ძალების რეფორმირების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბოსტონშიც. ქუჩებში ნიუ-იორკის მოსახლეობაც გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მანჰეტენის ქუჩები გადაკეტეს და რასიზმის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტი შეერთებულ შტატებში უკვე 16 დღე გრძელდება. 


close დახურვა