აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის ენერგოსისტემის დასაცავად ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უცხოური წარმოების გარკვეული ელექტრომოწყობილობების შეძენა თუ დამონტაჟება აკრძალა.
თეთრი სახლის განმარტებით, განკარგულება ეხება „უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხეს“, რომელსაც უცხოეთში დამზადებული ენერგეტიკული სისტემები, მათ შორის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრული ტექნოლოგიები ქმნის.
პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია:
„ვადგენ, რომ ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების უცხოური მიწოდების მხრივ არსებული ვითარება წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს... რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას. შესაბამისად, ამ საფრთხესთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ.“
ახალი ბრძანება აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრს ავალდებულებს, დააწესოს მკაცრი რეგულაციები მსგავსი მოწყობილობების ექსპლუატაციაზე, რათა კიბერუსაფრთხოებისა და ოპერაციული რისკები მაქსიმალურად აღმოიფხვრას.
