თეთრ სახლში, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლვლელი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს.
წერილი თეთრი სახლისთვის გაგზავნილი ფოსტის შემმოწმებელმა სამსახურმა აღმოაჩინა.
გამომძიებელთა ვერსიით, კონვერტი კანადიდან იყო გაგზავნილი.
ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მისი ჩასუნთქვა, გადაყლაპვა ან სხეულში ინექციურად შეყვანა ღებინებას, შინაგანი სისხლდენას და ორგანოების ფუნქციონირების შეჩერებას იწვევს, რაც 36-72 საათის შემდეგ სიკვდილს განაპირობებს.
ტრამპის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ედერალურმა ბიურომ და საიდუმლო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.