დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად Deutsche Welle-ს ოპერატორი ევგენი შილკო დაიჭრა. ინფორმაციას თავად მედიაორგანიზაცია ავრცელებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ქალაქ დრუჟკოში, სადაც DW-ს გადამღები ჯგუფი უკრაინელი სამხედროების წვრთნებს იღებდა, კასეტური ბომბი გამოიყენეს. თავდასხმა ფრონტის ხაზიდან 23 კილომეტრში მოხდა.
ამავე თავდასხმის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.
რაც შეეხება DW-ს ოპერატორს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე უკრაინელი სამხედროების საწვრთნელი მოედანი იყო.