უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის ორ სხვადასხვა ნაწილზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.
ლიახის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და ხელისუფლება ახლა მიყენებულ ზიანს აფასებს.
სლოვიაკსნი რუსული ძალების ერთ-ერთი სამიზნეა, საიდანაც დონეცკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში შეღწევას ცდილობს.
უკრაინის შეიარარებული ძალების გენშტაბის ცნობით, გუშინ 10 მაისს, რუსები ქალაქ სლოვიანსკის ჩრდილოეთით, ოლექსანდრივკასა და შანდრიჰოლოვეს დასახლებებში ცდილობდნენ უკრაინის თავდაცვა გაერღვიათ.
ამ ადგილებში ბოლო 2 კვირაა ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს, თუმცა რუსეთს არ აქვს მნიშვნელოვანი წარმატება.