logo
ENG



დონეცკში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

10 ივლ 202200:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/lpq6p01iha9uizj.jpg

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკო განცხადებით, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა.

კირილენსკოს თქმით, თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიინკეში, კონსტანტინოვკაში და პერეეზდნოეში მოხდა. მისივე განცხადებით, რუსები აგრძელებენ შეტევას და სხვადასხვა ქალაქებს თავს ესხმიან.

"ცეცხლი აქვთ გახსნილი ქალაქ პავლოვკას მისამართით, რომელიც ოკუპანტებისგან განვათავისუფლეთ. სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი სახლი განადგურდა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არავინ დაშავებულა. ავდეევკაში 10 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ინფორმაციას დაშავებულებსა და დაღუპულებზე ვაზუსტებთ. მარიინკაში თავდასხმის დროს სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კრასნოგორვკაში მინდვრებში ხანძარი გაჩნდა", - თქვა კირილენკომ.


close დახურვა